რეზონანსი
26.09.2020

ეფექტური ვაქცინის შექმნამდე, COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა, ორ მილიონამდე გაიზარდოს - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ.

დანია, სლოვაკეთი, სლოვენია, ნიდერლანდები, პოლონეთი - ევროპის ექვს ქვეყანაში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ნიდერლანდების პრემიერი აცხადებს, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა, შემაშფოთებელია და ქვეყანაში შესაძლოა ახალი შეზღუდვები ამოქმედდეს. ბოლო 24 საათში ნიდერლანდებში კორონავირუსის 3 ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მადრიდში კარანტინის გამოცხადების რეკომენდაცია გასცა ესპანეთის მთავრობამ.

მზარდია სტატისტიკაა საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებშიც. უკრაინაში ბოლო 24 საათში ინფექციის 3 ათასზე მეტი, თურქეთში კი 2 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება რუსეთს, იქ ვირუსი 7 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×