რეზონანსი
26.09.2020

"მე მგონი, მთავრობა იმიტომ არსებობს, რომ ხალხი არ გაღატაკდეს", - ამის შესახებ განცხადებას "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი კახა გოგიძე აკეთებს.

"მთელი ეკონომიკა მარტო ტურიზმს რომ მიაბეს, შედეგიც შესაფერისი მივიღეთ. ვერც ერთი ქვეყანა მარტო ტურიზმით შემოსული ფულის იმედად ვერ იქნება. ვთქვათ, საზღვრები ჩაიკეტა, რა უნდა ვქნათ?", - განაცხადა გოგიძემ "კვირის პალიტრასთან".

მსახიობი ამბობს, რომ "საქართველო "ჩაცუცქული ბიჭების" ქვეყნად იქცა, რომლებსაც კაცობა აგრესიული საქციელი და სხვისი დამცირება ჰგონიათ"

"იმ დღეს მანქანით მოვდიოდი. ქუჩაში ვიღაც ბიჭები იდგნენ და ჩემს მანქანას წყლით სავსე პლასტმასის ბოთლი ესროლეს. გავაჩერე და ვკითხე, ვინ ისროლა-მეთქი. ყველა გაჩუმდა. რატომ უნდა იდგნენ ასეთი ადამიანები ქუჩაში, რატომ უნდა ცდილობდნენ ხალხის პროვოცირებას, ან რატომ უნდა კვდებოდეს ამდენი ახალგაზრდა საიდუმლო ვითარებაში?! სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია - საქართველო "ჩაცუცქული ბიჭების" ქვეყნად იქცა, რომლებსაც კაცობა აგრესიული საქციელი და სხვისი დამცირება ჰგონიათ", - დასძინა მსახიობმა "კვირის პალიტრასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ანი   (26.09.2020)
ბენდუქიძისა და მიშას მემკვიდრეობას ღირსეულად აგრძელებენ ქოცები ეკონომიკაში.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×