რეზონანსი
26.09.2020

მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მუხლით დაკავებული დავით ფურცხვანიძე დუმილის უფლებას იყენებს.

„უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის" წარმომადგენელსა და „სპუტნიკ ტვ"-ს დამფუძნებელ დავით ფურცხვანიძეს წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალი ორი მუხლით წარუდგინეს. გამოძიება მას სისხლის სამართლის საქმეზე პირადი მოტივით მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ედავება.

ფურცხვანიძის ადვოკატის, ნოდარ მესხის განცხადებით, ვინაიდან ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს, არც მას აქვს ინფორმაცია.

„ბატონი დავითი ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას, მას ბრალი წარედგინა ორი მუხლით, 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო მეორე მუხლია 370-ეს მეორე ნაწილი. ლოგიკურია, რომ რაკი ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს, მეც არ გამაჩნია ინფორმაცია, რომ მოგაწოდოთ. ლოგიკურად რომ გავყვე ბატონ დავითს, არ მგონია იმის ინტერესი ჰქონოდა, თავისი თავისთვის ელემენტარულად, პრობლემა შეექმნა", - განაცხადა ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

რაც შეეხება დავით ფურცხვანიძის შვილს, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, დაამონტაჟა სატელიტის ფოტოები, როგორც ადვოკატი ნოდარ მესხი ამბობს, შვილთან დაკავშირებით რაიმე საგამოძიებო მოქმედება არ მიმდინარეობს. ასევე, ადვოკატი უარყოფს პროკურატურის პოზიციას, რომ არსებობდა ვარაუდი დავით ფურცხვანიძის მიმალვის შესახებ, რომელიც თვის ბოლოს საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას.

„ბატონ დავითს აქვს საკონსალტინგო ორგანიზაცია, რომელიც მისთვის და საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე მუშაობს. შესაბამისად, ეს ამერიკაში წასვლა არ წარმოადგენდა მის მიერ მიმალვის მცდელობას, ეს იყო სამსახურებრივი მივლინება, შემდეგ დაბრუნდებოდა ქვეყანაში", - აცხადებს ნოდარ მესხი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×