რეზონანსი
25.09.2020

ეუთო/ოდირის დამკვირვებლები უკვე საქართველოში არიან. 31 ოქტომბრის არჩევნებზე ორგანიზაციის 380-მდე წარმომადგენელი იმუშავებს. სტუმრები უკვე 48 საათია თბილისში იმყოფებიან და გუნდს ჯილიან სტირკი უხელმძღვანელებს. ძირითადი გუნდი 13 ექსპერტისა და 27 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შედგება. 350 დამკვირვებელი კი საქართველოში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვა. ეუთოს გარდა, საპარლამენტო არჩევნებს სხვადასხვა საერთაშორისო დამკვირვებლებიც დააკვირდებიან.

დამკვირვებლები საქართველოს მასშტაბით 13 ლოკაციაზე განთავსდებიან და როგორც წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნების მიმდინარეობას, ასევე მედიის მხრიდან გაშუქებას დააკვირდებიან. პირველ შუალედურ ანგარიშს ოდირი საპარლამენტო არჩევნებამდე 2 კვირით ადრე წარადგენს.

საერთაშორისო დამკვირვებლების საქართველოში ჩამოსვლა არჩევნების გაყალბების მცდელობას მინიმუმამდე დაიყვანს - ასეთია ოპოზიციის შეფასება ეუთო/ოდირის მისიის თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები თავად ხელისუფლებამ მოიწვია, რათა არჩევნების დემოკრატიულობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს.

გამოწვევებზე საუბრობს სახალხო დამცველიც, თუმცა ნინო ლომჯარია ყურადღებას ძალადობის ფაქტებზე ამახვილებს და ყველა პოლიტიკურ პარტიას ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევაში დახმარებას ჰპირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×