რეზონანსი
25.09.2020

დავით ფურცხვანიძისთვის ბრალი ჯერ ისევ არ წარუდგენიათ. ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. მას ადვოკატიც შეხვდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ფურცხვანიძე გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.

იურიდიული კონსულტაციის შემდეგ კი გაირკვა, რომ იურისტი, რომელიც ფურცხვანიძის ინტერესს წარმოადგენდა, დაკავებულს აღარ იცავს.

მისი ამჟამინდელი ადვოკატის განცხადებით კი, ფურცხვანიძე ბრალდებას არ ეთანხმება.

"რა მუხლებითაც მას ბრალს წარუდგენენ, იმ ნაწილში არ ეთანხმება ბრალდებას და არ თვლის, რომ რაიმე დანაშაული ჩაიდინა. თუ მან რამე გააკეთა, ამის შესახებ ინფორმაცია მაგისტრ მოსამართლეს აქვს მიწოდებული და ყველაფერი გამჭვირვალეა. დაფარული და კანონსაწინააღმდეგო ქმედება მას არ ჩაუდენია. ამიტომ, მისი დაკავება გაუგებარია, მით უფრო, რომ მისი დაკავება განჩინების საფუძველზე მოდა,"- აცხადებს დავით ფურცხვანიძის ადვოკატი გიგა სვანიძე.

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი კი თვლის, რომ ფურცხვანიძეს საკუთარი თავის დაცვისა და პოზიციის დაფიქსირების საშუალება არ მიეცა.

"ფურცხვანიძე დაუკავშირდა რამიშვილს და უთხრა, რომ შეეძლო მოეპოვებინა ფოტოები და ასეც გააკეთა. ვფიქრობ, რომ ფურცხვანიძეს საკუთარი თავის დაცვისა და პოზიციის დაფიქსირების საშუალება არ მიეცა,"- აღნიშნავს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ეკა ქობესაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
gio   (25.09.2020)
ის არაა დანაშაული კვალს რომ შლის პროკურატურა. რას ლაპარაკობ. როგორც კი გააჟღერა რომ 30 სექტემბერს ამერიკაში მიდიოდა და მტკიცებულებებს მოიტანდა დააკავეს ეს უფრო დიდ დანაშაულია. კიდევ ეს სურათები არ დაურთვიათ როგორც მტკიცებულება. მაგარი აჭრილები არის გამოძიება

1234   (25.09.2020)
ეს იგივე დანაშაულია როგორც ყალბი პასპორტის ან დიპლომის დამზადება. მიიღო ადვოკატისგან დაკვეთა და გააკეთა. ორივე პასუხისგებაშია მისაცემი.

1234   (25.09.2020)
ეს იგივე დანაშაულია როგორც ყალბი პასპორტის ან დიპლომის გაყალბება. მიიღო ადვოკატისგან დაკვეთა და გააკეთა. ორივე პასუხისგებაშია მისაცემი.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×