რეზონანსი
25.09.2020

ბატონო მინისტრო, თქვენმა ხელისუფლებამ იმდენი შეცდომა დაუშვა, იმდენი დანაპირები არ შეასრულა და ისეთ დღეში ჩააგდო საქართველოს მოსახლეობა, რომ ოპოზიციას ნამდვილად არაფრის მოგონება არ სჭირდება, - ამ სიტყვებით „ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მიმართა.

ამით ბურჯანაძე გამოეხმაურა ვახტანგ გომელაურის განცხადებას, რომ საარჩევნო წელია და ოპონენტები აცხადებენ, რომ კრიმინალმა მოიმატა.

„მინდა, გამოვეხმაურო ბატონი გომელაურის განცხადებას, რომელმაც გვითხრა, რომ თურმე ყელაფერი წესრიგშია, კრიმინალი არ გაზრდილა და ჩვენ, ოპოზიციოს წარმომადგენლები რაღაცებს ვიგონებთ. ბატონო მინისტრო, თქვენმა ხელოსუფლებამ იმდენი შეცდომა დაუშვა, იმდენი დანაპირები არ შეასრულა და ისეთ დღეში ჩააგდო საქრთველოს მოსახლეობა, რომ ოპოზიციას ნამდვილად არაფრის მოგონება არ სჭირდება. შარზე ყოფნა ოპოზიციას არ უნდა, ყოველ შემთხვევაში, მე და ჩემს თანაპარტიელებს და არც გვჭირდება. თქვენ ამბობთ, რომ წინასაარჩევნო გარემო არ არის დატვირთული პრობლემებით და დაშინებით, ეს ასე არ არის. მე გეთანხმებით, რომ უფრო მძიმე შემთხვევებიც ყოფილა წინა წლების საარჩევნო პერიოდის დროს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ თავის მოსაწონებლად გაქვთ საქმე. მასიურად მიდის ადამიანების დაშინება. ოპოზიციის დევნის არც ერთი ფაქტი, პირად ცხოვრებაში ჩარევის არც ერთი ფაქტი გამოძიებული და ბოლომდე მიყვანილი არ ყოფილა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
კახელი   (25.09.2020)
ერთ ერთი ყველაზე დიდი შეცდომა შენ ხარ ქართულ პოლიტიკაში ნინოოოოოო

???   (25.09.2020)
TUTSI!!!!!!!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×