რეზონანსი
25.09.2020

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ ჩიქოვანი პირველ კომენტარს აკეთებს.

ვახტანგ ჩიქოვანი გიორგი შაქარაშვილის ოჯახსაც მიმართავს და კითხვას უსვამს, უნდათ, თუ არა, რომ უდანაშაულო ადამიანები დაისაჯონ.

ამასთან, ჩიქოვანი აცხადებს, რომ ის მანქანაში ვასილ მახარაძესთან და ზ.ხ.-სთან ერთად იმყოფებოდა. მისივე თქმით, პროკურატურა "ტყუილ ამბავს ედავება და დაამტკიცებს, რომ მანქანაში იჯდა".

ჩიქოვანის განცხადებით, ამის დამტკიცება ანძებითაც შეიძლება.

"მე არ მწამს პროკურატურის დაქირავებული მოსამართლეების. ადამიანი, რომელიც თავისი მიღებული გადაწყვეტილებებით მიგვანიშნებს, რომ ეს საქმე არის შეკერილი. ეს ჩვენ კარგად ვიცით, ის წარმოადგენს პროკურატურას და არა სასმაართლოს და თქვენ ამას უნდა შეეგუოთო. მაგრამ არ ვაპირებ ამ სისულელეს და ცილისწამებას თვალი გავუსწორო. სიცოცხლის ფასად რომ დაგვიჯდეს, ჩვენ უდანაშაულობას მაინც დავამტკიცებთ.

ასევე უნდა მივმართო გიორგი შაქარაშვილის მშობლებს - ნამდვილად გინდათ თქვენი შვილის მკვლელობის ბრალდებით უდანაშაულო ხალხი გაგვასამართლონ? ამასთანავე მინდა მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი წყევლითა და ლანძღვით არის დაკავებული. დაფიქრდით, იქნებ ასეთ გაურკვეველ სიტუაციაში თქვენი შვილებიც მოხვდნენ, რომლებიც სრულიად უდანაშაულოები არიან. მერე მიხვდებით, როგორი ძნელია, როდესაც თქვენთვის საყვარელ ადამიანებს ასეთ აბსურდულ დანაშაულებს ტენიან", - წერს ჩიქოვანი "ინტერპრესნიუსისთვის" გაგზავნილ წერილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
გალელი   (25.09.2020)
რა საცოდავები ხართ,ვაჟკაცობაც არ გყოფნით სიმართლე თქვათ...

ani   (25.09.2020)
თქვენ რომ გკითხოთ ეს ბიჭი არც დაბადებულა და არც მომკვდარა,საერთოდ არც არსებობდა.

თბილისელი   (25.09.2020)
იმდენი თქვენი დედა მო ვტ ყან, რაც უდანაშაულები ხართ თქვე ცხოველებო, კაცი წამებით მოკალით და არცერთი აღიარებთ.. სად არაა მშას დროს დედას მოგი ტყ ნავდნენ და 15 წუთში დაწერდით როგორ და რანაირად აწამეთ ბავშვი, ეს ყ ლ ე მტავრობა თვის ბოლოს წავა და მოგეტ ყნებათ ოჯახის ყველა წევრი..


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×