რეზონანსი
25.09.2020

ვერ გავაკეთებ კონკრეტულ განმარტებას მიხეილ რამიშვილთან ან სხვა ფიგურანტებთან დაკავშირებით, თუმცა გამოძიება გრძელდება დანაშაულში ჩართული სხვა პირების მხილების მიზნით, - ასე უპასუხა პროკურორმა, დავით გუმბერიძემ ჟურნალისტების კითხვას, მოსალოდნელია თუ არა მიხეილ რამიშვილის დაკავებაც.

მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე.

ჟურნალისტების კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა დავით ფურცხვანიძის შვილის დაკავება, რომელსაც მან ფოტოების გაყალბება სთხოვა, პროკურორმა უპასუხა, რომ თუ დადგინდება დანაშაულის ნიშნები, ნებისმიერი პირის მიმართ დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა.

„რაც შეეხება მიხეილ რამიშვილის მოლოდინებს, ამ საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში ჩართული სხვა პირების მხილების და დადგენის მიზნით. მე ვერ გავაკეთებ კონკრეტულ განმარტებას რამიშვილთან ან სხვა ფიგურანტებთან დაკავშირებით, თუმცა გიდასტურებთ, რომ გრძელდება გამოძიება.

გამოძიებით დადგენილი გვაქვს, რომ დავით ფურცხვანიძემ ეს ფოტოსურათები სკაიპის საშუალებით მიიღო. ჩვენ მოვახდენთ ამ პირის იდენტიფიცირებას და ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება. რაც შეეხება ფურცხვანიძის შვილის პასუხისმგებლობას, გავიმეორებ, რომ ამ საქმეში მონაწილე ფიგურანტი პირების შესწავლა ხდება და იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება დანაშაულის ნიშნები, ნებისმიერი პირის მიმართ დავიწყებთ სისხლის სამართლებრივ დევნას", - განაცხადა პროკურორმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ბათუმელი   (25.09.2020)
რამიშვილი ადრე უნდა დაეჭირად,დეზიფორმაციების გავრცელებისა და მშობლების შეცდომაში შეყვანის გამო.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×