რეზონანსი
25.09.2020

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 165 აჭარაში გამოვლინდა.

როგორც ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფიცირების აქტიური 3 ათასი შემთხვევიდან 17 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე.

„ამჟამად აქტიური შემთხვევა გვაქვს 3 ათასამდე; მხოლოდ 17 არის კრიტიკულად მძიმე, დანარჩენების არის მძიმე, საშუალო და მსუბუქი. რეგიონების მიხედვით ლიდერობს აჭარა - 165 გახლავთ; იმერეთი 27; კახეთი - 6; თბილისში - 43; სამეგრელო- ზემო სვანეთი 6; სამცხე-ჯავახეთი - 4; ქვემო ქართლი- 3; შიდა ქართლი - 2.

რაც შეეხება ჩვენს სტაციონარს, აქ გახლავთ 31 კოვიდინფიცირებული, გვყავს 2 მძიმე პაციენტი, რომელთა მდგომარეობა კეთილსაიმედოა. მივიღეთ ერთი პაციენტი. ამ პაციენტების მდგომარეობა არის მსუბუქი და უმეტესად საშუალო სიმძიმის",- განაცხადა ენდელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×