რეზონანსი
25.09.2020

ყველაფერს ვაკეთებთ და მერწმუნეთ, ახლაც და არჩევნების დამთავრებამდეც, ყველა საქმეზე ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიისას ზეწოლასა და ძალადობრივ ქმედებებს შეეხებოდა.

მინისტრის თქმით, არც ახლა და არც გასული წლების წინასაარჩევნო პერიოდში არ ყოფილა შემთხვევა, რაზეც პოლიციას შესაბამისი რეაგირება არ მოუხდენია.

„წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრ განცხადებას აკეთებენ. ალბათ ერთ არჩევნებს ვერ დამისახელებთ, რომ არ ყოფილიყო ასეთი განცხადებები, რომ თავდასხმა ხდება, არ იძიებს პოლიცია, ჩართულია მმართველი ძალა, ხელისუფლება და ა.შ. ვერც ერთ საქმეს ვერ მეტყვის ვერავინ, რომ არ მოხდა რეაგირება, არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და შესაბამისად, არ მოხდა მათი გამოკითხვა და ა.შ. ვერც 2018 წელს, ვერც 2016-ში და ვერც ადრე. რეაგირება რა თქმა უნდა ხდება, თუმცა მათი დასჯა იმის მიხედვით ხდება, როგორც ამას სასამართლო შეაფასებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მერწმუნეთ, ახლაც და არჩევნების დამთავრებამდეც, ყველა საქმეზე ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×