რეზონანსი
24.09.2020

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ხვიჩა მღებრიშვილი ხვალ გაათავისუფლებენ. მღებრიშვილი სოფელ მეჯვირსხევიდან 85 დღის წინ გაიტაცეს. გატაცებული ამ დროის განმალვობაში ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში ჰყავდათ.

რაც შეეხება კიდევ ერთ გატაცებულს, ზაზა გახელაძეს - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძე ამბობს, რომ გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.

ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეოის საკითხი ჩვენ დავაყენეთ გარდა ამისა მოვითხოვეთ, რომ საქმის კურსში ჩაგვაყენონ იმ სამედიცინო პროცედურების შესახებ რაც უტარდება მას. კიდევ ერთხელ მივიღეთ, თვითონ შეხვედრაზე უშუალოდ, განმარტება, რომ მისი ჯანრმთებობის მდგომარეობა არის ნორმალური, - ამბობს ირაკლი ანთაძე

შეგახსენებთ, რომ 47 წლის ხვიჩა მღებრიშვილი ოკუპანტებმა 3 ივლისს, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს. დეფაქტო ცხინვალის მტკიცებით, დაკავებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა, რომელთა რეალიზაციასაც აშშ-ს მოქალაქეებზე გეგმავდა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოგვიანებით ვერსია შეცვალეს და მღებრიშვილს ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ედავებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×