რეზონანსი
24.09.2020

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ნობელის პრემიაზე წარადგინეს, ამის შესახებ რუსული მედია წერს. ნომინაციაზე განაცხადი რუსმა მწერალმა და გაზეთ პრეზიდენტის მთავარმა რედაქტორმა სერგეი კომკოვმა გააკეთა.

ნობელის პრემიაზე ასევე წარდგენილია ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც ახლა "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ მკურნალობას ბერლინში გადის. ნავალნი რამდენიმე ცნობილი უნივერსიტეტის პროფესორთა ჯგუფმა წარადგინა.

წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე 318 კანდიდატია, მათ შორის 107 ორგანიზაციაა. კანდიდატებს შორისაა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯესინდა არდერნი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი, ასევე ბელარუსი ოპოზიციონერები სვეტლანა და სერგეი ტიხანოვსკები.

პრემიაზე კანდიდატების წარდგენა შეუძლია ნებისმიერი უნივერსიტეტის პროფესორს, მთავრობის და ნაციონალური პარლამენტის წევრებს, ასევე ნობელის კომიტეტის მოქმედ და ყოფილ წევრებს, ნობელის ინსტიტუტის მრჩევლებს, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს წევრებს და ნობელის პრემიის ლაურეატებს.

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის ვინაობა 9 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (24.09.2020)
ეს ნობელი ვინ ჩემი ყლე იყო რო ასეთი აბდაუბდა ფონდი დატოვა. სად პუტინი და სად ჩემი ყლის წვეტი. მოგიტყანთ მონგოლი დედის ანუსი


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×