რეზონანსი
24.09.2020

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, აჭარაში, ხვალიდან, 25 სექტემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტით, ხოლო 26 სექტემბრიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება იზღუდება.

მისი ინფორმაციით, სასწავლო პროცესის განახლება და აღნიშნული სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენა მაშინ მოხდება, როდესაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდება.

თამარ გაბუნიას თქმით, შეზღუდვები არის ბაზისური, რომელიც მობილობას გარკვეულწილად შეამცირებს, რაც აისახება ეპიდემიის გავრცელებაზე და სტაბილიზაციის ეფექტს მოგვცემს.

„სწორედ ასეთ სოციალურ შეკრებებზე ხდება წესების დარღვევა. ამან შეიძლება მინიმლური დისკომფორტი გამოიწვიოს. სრულად დაკეტვის რისკი მაშინ დადგება, როცა ეპიდემია უკონტროლო ხასიათს მიიღებს. ხვალიდან მუნიციპალური ტრანსპორტის,შეზღუდვა და ზეგიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება იზღუდება.

ეპიდემია სტაბილიზაციისკენ მიდის, ამას გარკვეული დისკომფორტი თან ახლავს.ტაქსიში მგზავრობა უფრო კონტროლირებადია, ვიდრე საზოგადოებრივ ტრანსპორტში. შეზღუდვა ეპიდემიური სიტუაციაზე არის დამოკიდებული",- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×