რეზონანსი
24.09.2020

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მაია ხაჯიშვილის განცხადებით, რეგიონში ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემებია, რაც გამოწვევას წარმოადგენს.

მისი განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, აჭარაში სასწავლო პროცესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, არსებული ვითარებიდან გამომდინარეობდა.

„ეს გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიურ ვითარებიდან გამომდინარე არის მიღებული. აბსოლუტურად კარგად გვესმის, საზოგადოების მოლოდინის. სრული მზაობა იყო ჩვენი მხრიდან, რომ სწავლა პირველ ოქტომბერს განახლებულიყო, ამ ვითარებაში ეს შეუძლებელო აღმოჩნდა და შესაბამისად, აჭარის ყველა კერძო და საჯარო სკოლაში სწავლა გადადებულია.

გარკვეული პრობლემები ონლაინსწავლებასთან დაკავშირებით არის, რაც გამოწვევაა რეგიონში და ამ მიმართულებით აქტიური მოლაპარაკებები გვქონდა, როგორც საქართველოს განათლების სამინისტროსთან, ასევე დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან",- განაცხადა მაია ხაჯიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×