რეზონანსი
24.09.2020

ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი დააკავეს. მიზეზი ოჯახური ძალადობაა.

გამოძიების ინფორმაციით, 49 წლის მამაკაცი ცოლს მოკვლით ემუქრებოდა, რა დროსაც 112- ზე ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა დარეკა.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ძალადობა ქალზე წლების განმავლობაში გრძელდებოდა, მათ შორის, სკოლაშიც, რადგან დაკავებულის მეუღლე ამავე სკოლის პედაგოგია.

დაკავებული მამაკაცი ბრალს არ აღიარებს, გამოძიება ასევე მუშაობს მამაკაცის არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულზეც, რა დროსაც მან საკუთარ შვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით.

ბრალდებული პირის მეუღლე ამ ეტაპზე დაკითხვაზეა გადაყვანილი.

კაპანაძეების ოჯახის დანაშაულს და ძალადობას წლების მანძილზე ჰქონდა ადგილი. ოჯახის წევრები ფაქტებზე საუბარს გაურბიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×