რეზონანსი
24.09.2020

მთავრობით ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, გადაწყვეტილება, როდის განახლდება საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი, ჯერჯერობით მიღებული არ არის.

როგორც მეზვრიშვილმა განაცხადა, აღნიშნული საკითხი საკოორდინაციო საბჭოს დღის წესრიგში რჩება.

„დღესაც გაიმართა მსჯელობა. გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ვაგრძელებთ მსჯელობას. დღის წესრიგიდან არაა მოხსნილი. ბაღებში მეტი რისკია. ზოგიერთი ბაღი მეტადაა მომზადებული, ზოგიერთი - ნაკლებად. გვჭირდება რაღაც პერიოდი, რომ ბაღების მომზადება სრულად უზრუნველვყოთ",- განაცხადა მეზვრიშვილმა გადაცემა „დღის ნიუსრუმში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×