რეზონანსი
24.09.2020

ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატთა სია ცნობადობის და პოლიტიკური გამოცდილების კუთხით უკეთესად გამოიყურება, ვიდრე "ქართული ოცნების".

ამასთან, როგორც ხუხაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატთა სიის შეფასებისას განაცხადა, აღნიშნულ სიას პლუსებთან ერთად "სისტემური პარტიული ხარვეზი" აქვს.

"ცნობადობის და პოლიტიკური გამოცდილების კუთხით ეს სია საკმაოდ კარგად გამოიყურება. შეიძლება ითქვას, უკეთესად, ვიდრე "ქართული ოცნების" შესაბამისი სია, იმიტომ, რომ ვინ არიან ეს ხალხი, არ ვიცი. შესაბამისად, სავარაუდოდ, მათ არ აქვთ პოლიტიკური გამოცდილება, შეიძლება ძალიან კარგი ადამიანები არიან, მაგრამ ცნობადობა და პოლიტიკური გამოცდილება მნიშვნელოვანია საერთოდ და მითუმეტეს, საარჩევნო კამპანიის წარმოების დროს", - განაცხადა ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ბათუმელი   (24.09.2020)
ამ საწყალმა მთლად გააფრინა,არჩევნებამდე თუ მიაღწევს სააეჭვოა.

თინა   (24.09.2020)
განსაკუთრებით კირკიტაძე და ჟორჟოლიანი.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×