რეზონანსი
24.09.2020

ამდენი დევნის და უბედურების შემდეგ, მიუხედავად ყველაფრისა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია" ძალიან ძლიერი მაჟორიტარების გუნდის წარმოდგენა შეძლეს,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ" გვერდზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

როგორც სააკაშვილი ამბობს, წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში დევი ჭანკოტაძის კანდიდატურა იმიტომ ჩაანაცვლეს, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ სიაში იქნება წარმოდგენილი.

„გარდა ტრადიციული ლიდერებისა, აქ არის ახალი შემომატებული ხალხი, აქ არის ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, აქ არის მალხაზ ჯალაღონია - ძალიან მაგარი ექიმი ზუგდიდიდან. აქ არიან მთელი რიგი გამორჩეული ბიზნესმენებისა და ის, რომ ბიზნესი გადმოვიდა აქეთ, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ საქართველოში ყველაფერი იცვლება და ახალი ეპოქა იწყება. ასევე, შემოგვიერთდა ნანუკა ჟორჟოლიანი, სუპერვარსკვლავი, არა მხოლოდ ტელესივრცის, არამედ ზოგადად. ესეც ძალიან დიდი შენაძენია.

ასევე, დევი ჭანკოტაძე, ჩვენი გენერალი, რომელიც თავიდან ვვარაუდობდით, რომ უნდა ყოფილიყო მაჟორიტარი დეპუტატი, იქნება „ნაციონალური მოძრაობის" სიის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, რადგან ეს არის ადამიანი, რომელსაც წარმოუდგენელი დამსახურებები აქვს საქართველოს ისტორიის წინაშე. ის, რომ დევი ჩვენთანა და ისევ საქართველოს სამსახურშია, ის, რომ იქნება ერთ-ერთი წამყვანი საქართველოს მომავალი პარლამენტის და იმედია, ასევე საქართველოს მომავალი ხელისუფლების, ეს სწორედ ნიშანია, რომ ჩვენ მივდივართ გამარჯვებისკენ და ჩვენ აუცილებლად გვექნება გამარჯვება",- განაცხადა სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
გალელი   (24.09.2020)
აბა ბიჭო მაგარი სუპერვარსკლავია,კრიმინალი კაცის ყოფილი მეუღლე,რომელმაც ყველაფერი იცოდა ქმრის საქმიანობაზე და არაფერი იღონა,პირიქით ამართლებდა და ხელსაც უწყობდა. ვერ აგირჩევენ ქ-ნ-ო შენ, შენი ადგილი პარლამენტში არაა


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×