რეზონანსი
24.09.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით 32 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ერთი სამი თვის ბავშვია.

ენდელაძის თქმით, მისი მდგომარეობა მძიმე არ არის.

„ბავშვებიც გვყავს, ერთი სამი თვის ბავშვია, ამ ეტაპზე მძიმე არ არის და ვფიქრობთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება", - დასძინა ენდელაძემ.

გარდა ამისა, ენდელაძის განმარტებით, კლინიკაში მკურნალობს სამი მძიმე პაციენტი, თუმცა ვარაუდობს, რომ პროგნოზი კეთილსაიმედო იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×