რეზონანსი
23.09.2020

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩევნები თავისუფალ, გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარდეს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება ასევე სათანადოდ არ სჯის ძალადობაში მონაწილე ადამიანებს, რაც დაუსჯელობის სინდრომს აჩენს.

„ხელისუფლება ერთი მხრივ არ იღებს ზომებს, რომ ძალადობის მონაწილეები შესაბამისად დასაჯოს და არ გააჩინოს განცდა, რომ დაუსჯელობის სინდრომია და ყველაფერი, რაც არჩევნებს უკავშირდება, შესაძლოა, ძალადობრივი მეთოდებით იყოს გადაწყვეტილი. მეორე მხრივ, ის არაფერს აკეთებს, რომ მოქალაქეებს, მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონდეთ განცდა, რომ არჩევნები იქნება თავისუფალ, ღია გამჭვირვალე რეჟიმში და ყოველ ჯერზე არ მოგვიწევს ბრიფინგების გაკეთება, საზოგადოების ინფორმირება იმაზე, რომ ხელისუფლება არასათანდო ზომებს იღებს და შესაბამისად, არ იქცევა იმისთვის, რომ არჩევნები თავისუფალ რეჟიმში ჩატარდეს", - განაცხადა სამნიძემ.

მისი თქმით, ამის მაგალითია საარჩევნო შტატების დარბევა, ძალადობრივი მეთოდების გამოყენება და ასე შემდეგ.

„როცა ვხედავთ, რომ ამ თვალსაზრისით არ ისჯებიან დამნაშავეები, რა თქმა უნდა, ეს მომავალში წაახალისებს სხვა, ასეთი ტიპის დანაშაულებს", - განაცხადა სამნიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×