რეზონანსი
23.09.2020

ოპოზიციის გაერთიანებას მომავალი არ უწერია, რადგან როდესაც გამარჯვებასა და განვითარებაზე არ აკეთებ აქცენტს, არამედ სიძულვილსა და ვინმეს დამარცხებაზე ფიქრობ ნებისმიერი მეთოდით, რა თქმა უნდა, მსგავს გაერთიანებას არასდროს აქვს მომავალი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მიხეილ ყაველაშვილმა „დღის ქრონიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, მოქალაქეების უმრავლესობამ ყველაფერი კარგად იცის.

„გახსოვთ, „ნაციონალური მოძრაობა" წინა არჩევნების დროს თითქოს გაიყო, მაგრამ მერე ვნახეთ ისევ მათი გაერთიანება. ეს ადამიანები არ იცვლებიან, ახლა სხვა პარტიებიც დაემატათ და მათი გზავნილი ერთადერთია, რომ მათ გაერთიანებას მომავალი არ უწერია, რადგან როდესაც გამარჯვებასა და განვითარებაზე არ აკეთებ აქცენტს, არამედ სიძულვილსა და ვინმეს დამარცხებაზე ფიქრობ ნებისმიერი მეთოდით, რა თქმა უნდა, მსგავს გაერთიანებას არასდროს აქვს მომავალი,

ისინი წლების მანძილზე ერთად მართავდნენ ქვეყანას და თითქოს, ახლა გახდნენ ერთმანეთისთვის მიუღებელი, ეს დაუჯერებელია. ახლა, როდესაც თითქოს, დაიშალნენ ყველაფერს კადრულობენ. აღმოჩნდა, რომ თითქოს ახლა გახდა მიხეილ სააკაშვილი ბოკერიას ფრთისთვის მიუღებელი და თითქოს, ახლაა ის ერთპიროვნული ლიდერი. როდესაც მის გვერდზე მოღვაწეობდნენ, მაშინ ამ ყველაფერს ვერ ხედავდნენ. როდესაც მთელი მოსახლეობა ამისკენ მოუწოდებდა მათ, რომ მას დიქტატურისკენ ჰქონდა მიდრეკილება, მაშინ დემოკრატიის შუქურა ყოფილა ეს ადამიანი. ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობამ ეს ყველაფერი კარგად იცის, ერთადერთი ახალგაზრდებზე მინდა გავაკეთო აქცენტი, რომლებსაც არ ჰქონდათ შეხება ამ ძალადობრივ რეჟიმთან. მათ მინდა მივმართო, რომ თავისუფლად არის შესაძლებელი, გადახედონ წარსულს და შეხედონ ამ ადამიანების დღევანდელ მოღვაწეობას, როგორ იქცევიან, როგორ იშვერენ ერთმანეთისკენ ხელს და შეუძლებელია, რომ ამ ძალამ როგორმე მოახერხოს მართვაში დაბრუნება", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×