რეზონანსი
22.09.2020

განათლების მინისტრის ყოფილ მოადგილესა და ყოფილ ვიცე-მერს მეუღლე ძალადობაში ადანაშაულებს.

ალუდა გუგლიჩიძის მეუღლე აცხადებს, რომ წარსულში ალუდა მასზე ფიზიკურად ძალადობდა, ხოლო ახლა კი ბავშვების წართმევაში ადანაშაულებს.საქმეში სამართალდამცავებთან ერთად სოციალური სამსახურიც ჩართულია, თუმცა მოდავე ცოლ-ქმრის პრობლემა ამ დრომდე მოიგვარებელია და ბავშვები ცალცალკე ცხოვრობენ.

თეონა ჯულუხაძე ბავშვის დაბრუნებას ითხოვს.

"განათლების სფეროში არის ადამიანი , რომლეიც ძალადობს ქალზე და ბავშვებზხე.. ამ ადამიანს აქვს პოლიტიკური ამბიციები არის შენების მოძრაობის წევრი შესაბამისად ლელოს წევრი მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ჩემი შვილები დავუბრულნო", - ამბობს თეონა ჯულუხაძე.

თეონა ჯულუხაძე აცხადებს, რომ მათი 12 წლის შვილი მამასთანაა და ის მისი ნახვის უფლებას არ აძლევს.

ალუდა გუგლიჩიძე მეუღლის ქმედებასპოლიტიკური მოტივით ხსნის, ის ახლა პოლიტიკური პარტია "შენების მოძრაობის" წევრია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×