რეზონანსი
22.09.2020

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ეპიდსიტუაციის კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში სკოლებში სწავლა შესაძლოა ისევ გადაიდოს. ამასთნ ცერცვაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე საკოორდინაციო საბჭოზე დისტანციური სწავლის გაგრძელების საკითხი არ განიხილება.

„თუ მდგომარეობის დასტაბილურება მოხერხდა ისე, რომ ინფიცირებულთა რიცხვი 200-ის ფარგლებში დავიჭირეთ, სკოლებსა და ბაღებში ის შეზღუდვა, რომ სწავლა პირველ ოქტომბერს გადავიტანოთ, საკმარისი იქნება. თუ ამ მდგომარეობაში ვერ დავიჭირეთ, როგორც ახლაა, ალბათ შესაბამისი სტრუქტურები და განათლების სამინისტრო სწავლის კიდევ ორი კვირით გადადებას განიხილავს. თუმცა, მე მგონია, რომ ეს საჭირო არ გახდება, ამ ვერსიაზე საუბარი საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე არ მიმდინარეობს“, - ამბობს თენგიზ ცერცვაძე „პალიტრანიუსთან" საუბარში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×