რეზონანსი
22.09.2020

არას­რულ­წლოვ­ნის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი 68 წლის მა­მა­კა­ცის ოჯა­ხის წევ­რებს გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ის არ სჯე­რათ. რო­გორც ისი­ნი "ტვ პირ­ველ­თან" სა­უ­ბარ­ში აცხა­დე­ბენ, მათ არას­რულ­წლო­ვა­ნის ოჯახ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ჰქონ­დათ და მა­თაც არ სჯე­რათ იმის, რომ შვი­ლი მე­ზო­ბელ­მა გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა.

რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მა­მა­კა­ცი სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის დროს ფო­ტო­სუ­რა­თებს იღებ­და, ბრალ­დე­ბუ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ ის ამას ვერ გა­ა­კე­თებ­და, რად­გან "ნო­კია" აქვს, რო­მელ­საც კა­მე­რა არ გა­აჩ­ნია.

"პირ­ვე­ლად და­ა­კა­ვეს და და­აბ­რუ­ნეს სახ­ლში. თქვეს, მე­ზობ­ლებ­მა ნა­ხეს, რომ ბავ­შვზე იძა­ლა­დაო. ჩვენ ამ მე­ზობ­ლებ­თან მტრო­ბა არ გვაქვს, არ ვიცი ეს რა­ტომ თქვეს.

ჩვენ ბავ­შვის მშო­ბელ­თა­ნაც ვი­ყა­ვით ასუ­ლე­ბი. ბავ­შვი ამ­ბობს, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ძა­ლა­დობ­დნენ ჩემ­ზეო. თითი მო­მი­ჭი­რე­სო, მე­უბ­ნე­ოდ­ნე­ნო, მიდი ახლა კა­მე­რას­თან თქვი, რაც გა­გი­კე­თა იმ კაც­მაო. მე ვე­რა­ფერს ვე­უბ­ნე­ბო­დიო, რად­გან არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბი­აო.

რომ ალა­პა­რა­კოთ ეს ბავ­შვი, გა­ი­გებთ მარ­თა­ლია თუ არა. არ არის ეგე­თი პი­როვ­ნე­ბა, სიმ­თვრა­ლე­ში არც კი იგი­ნე­ბა. მე­ზო­ბე­ლი, რო­მელ­მაც ეგ თქვა, ახა­ლი გად­მო­სუ­ლია და რა პრობ­ლე­მა აქვს არ ვიცი..." - ამ­ბო­ბენ ბრალ­დე­ბუ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით­ვე, 68 წლის მა­მა­კა­ცი და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში შე­უძ­ლოდ გახ­და. რო­გორც ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი აქვს და ის მსგავს ფაქტს, რა­საც გა­მო­ძი­ე­ბა აბ­რა­ლებს, ფი­ზი­კუ­რად ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ­და.

"არ არ­სე­ბობს საქ­მე­ში რა­ი­მე ისე­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც და­ა­დას­ტუ­რებს მო­ხუ­ცი კა­ცის ბრა­ლე­უ­ლო­ბას. შე­უძ­ლე­ბე­ლია ასეთ­მა ადა­მი­ან­მა მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნოს. არ­სე­ბო­ბენ მოწ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­ფლიქ­ტში არი­ან ოჯახ­თან და გა­მო­ძი­ე­ბას სპე­ცი­ა­ლუ­რად გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს" - ამ­ბობს და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი "ტვ პირ­ველ­თან" სა­უ­ბარ­ში.

ცნო­ბის­თვის, არას­რულ­წლოვ­ნის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ბრალ­დე­ბით, 1952 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პი­რის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ შსს-მ ინ­ფორ­მა­ცია დღეს გა­ავ­რცე­ლა.

და­ნა­შა­უ­ლი 15-დან 20 წლამ­დე ვა­დით ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×