რეზონანსი
22.09.2020

ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ „მაესტროს“ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, სულ კლინიკაში 34 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

„კლინიკაში ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან სამი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ერთი გახლავთ კრიტიკული, ძალიან მძიმეა, რომელსაც აქვს მძიმე, თანმხლები, ფონური დაავადებები. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. დანარჩენი მძიმე პაცეინტების მდგომარეობა კეთილსაიმედოა. ზოგადად, პაციენების უმეტესობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა. რამდენიმე პაციენტის ტესტირების პასუხს ხვალ ველოდებით. მსუბუქი პაციენტები, თუნდაც ტესტირების შედეგით დადებითი იყოს, გადაგვყავს სასტუმროებში, სადაც მათ ასევე უტარდებათ სამედიცინო დახმარება“, - განაცხადა ენდელაძემ.

მან ასევე კომენტარი გააკეთა დღეს დაფიქსირებულ კორონავირუსის შედეგად სამი პაციენტის გარდაცვალების ფაქტზეც.

მისი თქმით, სამივე მათგანი მძიმე ქრონიკული დაავადებებით იყვნენ დაავადებული და მათი გამოყვანა მდგომარეობიდან ვერ მოხერხდა. ენდელაძემ აღნიშნა, რომ ზოგადად, შეადრებით მძიმე პაციენტების რაოდენობამ ქვეყანაში მოიმატა, თუმცა მისთვის უცნობია, რა არის ამის მიზეზი.

ასევე, ენდელაძის თქმით, ქვეყანაში 18 მძიმე პაციენტია, რომელთა ასაკი საშუალო ან ხანდაზმულია. მათ ფონური, თანმხლები დაავადებები აქვთ, რაც სიტუაციას ამძიმებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×