რეზონანსი
22.09.2020

ოკუპირებული სოხუმის №4 საშუალო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები კარანტინში გადაიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ე.წ. ქალაქის ადმინისტრაციის ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სკოლაში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სკოლის დაწყებით კლასებში სულ 18 პედაგოგი ასწავლის და 570 მოსწავლე სწავლობს. პედაგოგების უმეტესობა სხვა სკოლებში შეთავსებით მუშაობს, ამიტომ ისინი ვირუსის პოტენციური გადამტანები არიან.

ე.წ. განათლების დეპარტამენტის უფროსის ასტანდა ტარკილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც სოხუმის №1 სკოლის პედაგოგი კორონავირუსით გარდაიცვალა, სკოლების რამდენიმე ხანდაზმულმა პედაგოგმა დროებით უხელფასოდ გათავისუფლება მოითხოვა.

„ვფიქრობ, ჩვენ ამაზე წავალთ, ჩანაცვლება მოხდება. ჩვენი ასაკოვანი პედაგოგები დაავადების მიმართ მღელვარებას გამოხატავენ, ”- აღნიშნა ტარკილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×