რეზონანსი
22.09.2020

მიშამ დაიწყო სინგაპურის მოდელით, ესენი საჩხერის მოდელზე გადავიდნენ. შუაში შეკვეთილი მაინც გაევლოთ, იქ აუზი მაინცაა თანამედროვე და საკონცერტო დარბაზი", - ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას" ლიდერი, დავით ჭიჭინაძე „ოცნების" ლიდერების წინასაარჩევნო შეხვედრებს.

ჭიჭინაძის თქმით, განვითარების მოდელი მაშინ არის კარგი, როდესაც მოქალაქეებს საკუთარი შემოსავლით დამოუკიდებლად, დახმარების გარეშე შეუძლიათ წარმართონ საკუთარი ოჯახები.

„ის, რომ ვიღაც საჩხერეში სახურავებს გადახურავს და მერე უნდა, რომ ეს მოდელი მთელ ქვეყანას მოარგოს, იმ მთავრობის საქმეც დამთავრებულია და პოლიტიკური გუნდისაც. კარგი მოდელი მაშინ არის, როდესაც ადამიანებს ისეთი შემოსავალი აქვთ, მათ დამოუკიდებლად, დახმარების გარეშე შეუძლიათ წარმართონ ოჯახიც და ქვეყანა.

სწორედ ეკონომიკა გახდა ის გამოწვევა ამ ხელისუფლებისთვის, რომლის გასაღებსაც ვერ პოულობენ, მაგრამ თურნავებით, მაჭავარიანებით, გახარიებით ვერც ვერასოდეს მოაგვარებენ ქვეყნის პრობლემებს. ამას ემატება სააკაშვილის გაუგებარი განცხადებები, რაც ადამიანებში მძაფრ ემოციებს იწვევს; მერაბიშვილის გავლენებიც საკმაოდ იგრძნობა მთელ რიგ საარჩევნო ოლქებში. მოკლედ, სანამ რუხი კარდინალობა არ დასრულდება ამ ქვეყანაში, სანამ ადამიანებს არ ეცოდინებათ ვინ ღებულობს ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებას და ვის ესაუბრებიან, არაფერი არასოდეს არ დალაგდება. ასევე მნიშვნელოვანია, ქვეყანაში მევახშურ-ბანკური მოდელი დასრულდეს, ადამიანების ვალებისგან უნდა გათავისუფლდნენ!" - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×