რეზონანსი
22.09.2020

უნდა გავაძლიეროთ პირბადის კულტურა. ძალიან გთხოვთ, ტელევიზიები, მედია მოგვეხმარეთ, რომ ადამიანებამდე ეს ინფორმაცია მივიტანოთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში პირბადის ტარებასთან დაკავშირებით სერიოზული საზოგადოებრივი მოძრაობა უნდა იყოს.

„თქვენი მეშვეობით, თქვენი დახმარებით უნდა გავაძლიეროთ პირბადის კულტურა. რეგულაციები უნდა დავიცვათ და ყველგან, სადაც დისტანცია არ იცვება, პირბადე უნდა გვეკეთოს. ძალიან გთხოვთ, ტელევიზიები, მედია მოგვეხმარეთ, ადამიანებამდე მივიტანოთ ეს ინფორმაცია, რომ როცა პირბადე ორ ადამიანს უკეთია და მათგან ერთი ინფიცირებულია, გადადების შანსი ერთ პროცენტზე ნაკლებია. ამიტომ ეს ყველაზე უფრო მძლავრი იარაღია კოვიდ პანდემიასთან საბრძოლველად. ამიტომ ისევ ვიმეორებ: პირბადე, დისტანცია და ხელების ხშირი დამუშავება. თუ ამ წესებს დავიცავთ, დამერწმუნეთ, შევაკავებთ დაავადებას და არ მივცემთ მას საშუალებას, გადავიდეს ფართომასშტაბიან ეპიდემიაში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

თქვენ, როგორც მეოთხე ხელისუფლებას სწორი ინფორმაცია მიაქვს საზოგადოებასთან, ამიტომ თქვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია. გთხოვთ, პირბადესთან დაკავშირებით სერიოზული საზოგადოებრივი მოძრაობა იყოს ქვეყანაში, რომ ყველამ ვატაროთ პირბადე", - განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×