რეზონანსი
22.09.2020

ბევრგან მიმუშავია და სიყალბესთან საქმე არასდროს მქონია, არ დავუშვებ არავითარი სტატისტიკის გაყალბებას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, რომ არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა კორონავირუსის სტატისტიკა ყალბდებოდეს, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სტატისტიკის განყოფილება ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალეა, რომლითაც ის ამაყობს.

„მატყობთ რამეს რომ ვმანიპულირებ? სტატისტიკას იძლევა დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ამ ცენტრის ხელმძღვანელი არის თქვენი მონა-მორჩილი. მე ბევრგან მიმუშავია და არასდროს სიყალბესთან საქმე არ მქონია, ასე რომ მშვიდად იყვნენ და მშვიდად იყავით ყველა. მე არ დავუშვებ არავითარი სტატისტიკის გაყალბებას. დაავადებათა კონტროლის ცენტრში არის სტატისტიკის ცენტრი, სადაც ყველანაირი სტატისტიკა იკრიბება - რამდენი დიაბეტიანია, რამდენი ინფარქტის ახალი შემთხვევაა და ა.შ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე განყოფილება, ამით მე ვამაყობ და ასეთ რამეს არ დავუშვებ", - განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×