რეზონანსი
22.09.2020

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ სწავლასთან დაკავშირებულ პროტოკოლებში ცვლილებები შევიდეს.

როგორც მან მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, ეს საერთაშორისო რეკომენდაციებზეა დამოკიდებული.

მისივე ინფორმაციით, არ შეცვლილა მთავრობის გადაწყვეტილება სწავლის დაწყების თარიღის და ფორმის შესახებ.

„ უსაფრთხოების პროტოკოლები საკმაოდ დეტალურია. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება გარკვეული მოდიფიკაციები შევიდეს, თუ ახალ რეკომენდაციას მოგვცემს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ეს ცოცხალი პროცესია და რა საერთაშორისო რეკომენდაციაც იქნება ის აისახება.

რაც შეეხება სწავლის დაწყების თარიღს, დღეს ამასთან დაკავშირებით რაიმე ახალი გადაწყვეტილება არ მიღებულა",-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×