რეზონანსი
22.09.2020

მიხეილ რამიშვილი საკუთარი მობილური ტელეფონის ექსპერტიზას არ ესწრება. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო იურისტმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

მიხეილ რამიშვილი ექსპერტიზის ბიუროში რამდენიმე წუთი იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც მან ეს შენობა დატოვა განაცხადა, რომ პროკურატურას რეალურად სურს არა ჭეშმარიტების დადგენა აღნიშნულ საქმეზე სატელიტიდან გადაღებული ფოტოს თაობაზე, არამედ პროკურატურას სურს, რომ ტელეფონის ექსპერტიზით ისეთი ინფორმაცია მიიღოს მიხეილ რამიშვილთან დაკავშირებით, რომელიც საბოლოოდ, მისი ამ საქმიდან ჩამოშორებას შეუწყობს ხელს.

მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ მის ფოტოსურათებზე წვდომა უკანონოდ მოხდა და მობილური ტელეფონი მის გარეშე გახსნეს.

"მოხდა გადმოცემა 70 ზარის, ანუ აუდიო ჩანაწერების სხვადასხვა პიროვნებებთან. რამდენიმე ათასი ფოტოსურათი ჩემი პირადი, ასევე გარკვეულ ადამიანებთან, კიდევ არ ვიცი რისი კლონირებები გააკეთეს. და თურმე ახლა უნდა დავჯდე მე გამომძიებლებთან და უნდა ავარჩიო ის 6 სურათი - ეს ერთი.

მეორე - მერე 70 ამ აუდიო სატელეფონო ჩანაწერს უნდა ვუსმინოთ და თუ არის საქმისთვის მნიშვნელოვანი ფოტოსურათების გადმოგზავნასთან უნდა ვასმენინო, უნდა ისმინონ და რომელიც მოეწონებათ, ან საქმისთვის მნიშვნელოვნად ჩათვლიან, ის უნდა გადმოიწერონ," - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×