რეზონანსი
22.09.2020

ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ინტელექსპრესიდან" სეიფი მოიპარეს. არსებული ინფორმაციით, ობიექტიდან წაღებულია ნახევარ მილიონამდე ლარი და ძვირფასი ნივთები.

უცნობმა პირებმა კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და შენობაში ასე შეაღწიეს. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

„ინტელექსპრესის" ადვოკატის თქმით, შემთხვევის დროს სიგნალიზაცია ჩაირთო, ადგილზე მივიდა დაცვის პოლიცია, თუმცა ისინი შენობაში არ შევიდნენ, ობიექტი დატოვეს, რა დროსაც, ქურდებმა წასვლა მოახერხეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, სამართალდამცველებმა სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები ამოიღეს და ადგილობრივები გამოკითხეს.

შსს მომხდარ ფაქტს სსკ-ის 177-ე მუხლით იძიებს, რაც ქურდობას გულისხმობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
Jema   (23.09.2020)
Sheergot.pensionerze ar mouparavt.mwvaxsheebs mase unda


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×