რეზონანსი
22.09.2020

კახეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებული ლაგოდეხში მცხოვრებია და ის არსებული კლასტერის კონტაქტის კონტაქტია. შუახნის ქალი უკვე გადაყვანილია თბილისის ერთ-ერთ სპეციალიზირებულ კლინიკაში. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სპეციალისტები კონტაქტების მოძიებაზე ამ წუთებშიც აქტიურად მუშაობენ.

ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობა 38-ს მიაღწია. ეპიდემიოლოგები განმარტავენ, რომ კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია და ვითარებას სრულად აკონტროლებენ, თუმცა ისინი მოქალაქეებს ჯანდაცვის უწყებების მიერ დადგენილი წესებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში საველე სამედიცინო კარავი 14 სექტემბერს მოეწყო, სადაც მოქალაქეების თერმოსკრინინგი და უფასო PCR ტესტირება ახლაც მიმდინარეობს. მასობრივ თერმოსკრინინგს გადიან გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში როგორც ადგილობრივები, ასევე სტუმრად ჩასული მოქალაქეები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×