რეზონანსი
22.09.2020

ელექტროსაკონტაქტო ქსელის ანძის დაზიანების გამო, საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა შეფერხებულია, - ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის" განცხადებაშია ნათქვამი.

„რკინიგზაში" აცხადებენ, რომ დროებით გაჩერებულია მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები. მათივე ცნობით, მოძრაობა დაახლოებით 13:00 საათისთვის განახლდება.

„მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დროს, საქართველოს რკინიგზის კონტრაქტორმა კომპანიამ, ჩინეთის 23-ე ბიურომ ელექტროსაკონტაქტო ქსელის ანძა დააზიანა, რამაც საქართველოს რკინიგზის მოძრაობა შეაფერხა. ამ დროისთვის დროებით გაჩერებულია მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და დაახლოებით 13 საათისთვის განახლდება მოძრაობა. საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×