რეზონანსი
21.09.2020

200-მდე ახალი შემთხვევა და ერთი გარდაცვლილი. ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი მძიმე ავადმყოფი ქუთაისში გარდაიცვალა. 60 წლის ქალი სამი დღის განმავლობაში კორონავირუსს უშედეგოდ ებრძოდა.

რაც შეეხება ახალ კოვიდინფიცირებულებს, კორონავირუსი მატულობს საჯარო უწყებებში: შინაგან საქმეთა სამინისტრო, სამედიცინო ცენტრები, საქალაქო სასამართლო ბათუმში და დახურული სკოლები გურიასა და სამეგრელოში.

ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ აჭარასა და იმერეთშია. უკვე მნიშვნელოვნად იზრდება დადასტურებული ფაქტები დედაქალაქშიც.

საქართველოში ბოლო 10 დღეა კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი სტაბილურად სამი ნიშნულია. ამ დროისთვის საქართველოში 3,695 დადასტურებული ფაქტია.

აქტიური ფაზა 2015 ადამიანს აქვს, აქედან 16 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული, ხოლო 80-ის მძიმეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×