რეზონანსი
21.09.2020

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქუთაისმა აუცილებლად უნდა დაიბრუნოს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი. ამისათვის აუცილებელია ქუთაისში გაფართოვდეს აეროპორტი და ყველა დიდ ქალაქთან დაინიშნოს პირდაპირი რეისი.

„ქუთაისმა აუცილებლად უნდა დაიბრუნოს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი. ამასთან, უნდა გაფართოვდეს აეროპორტის მოქმედება და სამსაათიან საფრენ რადიუსში აბსოლუტურად ყველა დიდ ქალაქთან უნდა იყოს პირდაპირი რეისი. ამასთან, მნიშვნელოვანია განვითარდეს სატვირთო აეროპორტი. სწორედ, ქუთაისიდან დავიწყოთ აღმშენებლობა. მინიმუმ ათი საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო უნდა შემოვიყვანოთ ქუთაისში, საოჯახო ტიპის სასტუმროებს კიდევ ახალი განვითარების არტერია მივცეთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×