რეზონანსი
21.09.2020

ჩვენ ვენდობით ჩვენს მოქალაქეებს, გვჯერა ჩვენი მხარდამჭერების და დარწმუნებული ვართ, რომ „ქართული ოცნება" 31 ოქტომბერს დამაჯერებლად გაიმარჯვებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც „IPSOS"-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, უკვე არსებობს არაერთი ავტორიტეტული კვლევა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას" აქვს 56 %-ზე მაღალი ნდობა, რაც სრულიად საკმარისია საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის ჩამოყალიბებისთვის.

„ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთით განხორციელებული კვლევებით თუ მათი ტელევიზიების ინტერპრეტაციები სხვადასხვა კვლევაზე, ეს ისეთივე სიმართლეა, როგორ დეზინფორმაციასაც ეს წყაროები ამ წლების განმავლობაში გვაწვდიდნენ. რამდენიმე კვლევა მინდა გაგახსენოთ, რომელიც 2012 წელსაც, 2016 წელსაც საზოგადოებას ეუბნებოდა ერთს, გარკვეულ პროცენტს და მერე, არჩევნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ 20-25 %-იანი განსხვავებები იყო ამ პროგნოზებში. ასე რომ, ვისაც არ შეუძლია ობიექტური კვლევების ჩატარება, ან მისი წაკითხვა, ვურჩევ იმ ადამიანებს, რომ დაელოდონ არჩევნებს და ნახავენ რეალურად, ვის რამდენი მხარდაჭერა აქვს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

აღნიშნულ კომენტარს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (21.09.2020)
რუსთავი2-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევით 100% თქვენ მოდიხართარჩილ ჩემო. ისემც მოგიტყანთ დედის მუტლები თქვენც და ხალვაშსაც.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×