რეზონანსი
21.09.2020

ეკლესიის პოზიცია არის ცალსახა, კონკრეტულ პარტიას გამორიცხულია წინასაარჩევნო მარათონში თუ ბრძოლაში მხარი დაუჭიროს ან გამოხატოს მისი პოზიცია, - ამის შესახებ დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, ეკლესია საარჩევნო კამპანიაში არ ერევა, თუმცა ეპისკოპოსი არის მოქალაქეც და მას აქვს უფლება თავისი პოზიცია გამოხატოს.

„ეკლესია არის ყველასი, ვინც მისი შვილია, ვინც მისი წევრია. კონკრეტულ შეხვედრაზე მეუფეების ყოფნა, ეს არის, ისინი არიან მოქალაქეები ამ ქვეყნისა. ეს არის დემოკრატიული წყობა და მათ შეუძლიათ თავიანთი პოზიცია გამოხატონ და მათ ეპარქიაში მივიდნენ კონკრეტულ ღონისძიებაზე. ასე რომ ეს არის მათი კონკრეტული გადაწყვეტილება, დაესწრონ თუ არ დაესწრონ კონკრეტულ ღონისძიებას ამა თუ იმ პარტიის. ეკლესია არც ერთ პარტიას უჭერს მხარს და არავის საარჩევნო კამპანიაში ერევა. ეკლესია ვერ იქნება მხარე. თუმცა, კონკრეტული ეპისკოპოსი არის მოქალაქეც და მას აქვს უფლება თავისი პოზიცია გამოხატოს“, - განაცხადა გურამ ჭარელაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×