რეზონანსი
21.09.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევიდან 92 აჭარას, 53 იმერეთს, 31 კი თბილისს უკავშირდება.

„დაგვემატა 193 შემთხვევა და გახდა 3695. 193 შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა – 92, იმერეთი -53,  თბილისი -31, სამეგრელო-ზემო სვანეთი – რვა, გურია – შვიდი, რაჭა ლეჩხუმი – ერთი, მცხეთა მთიანეთი – ერთი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე განმარტებით, 40-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა და ინფიცირებულთა 42 პროცენტი შეადგინა.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმრო ჰოსპიტლებში ამ ეტაპზე 2 133 პაციენტი გადის მკურნალობა-მეთვალყურეობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×