რეზონანსი
21.09.2020

მიშას მხოლოდ ერთპიროვნული ხელისუფლება უნდა, თუ ხელისუფლებაში მარტო თვითონ ვერ დაბრუნდება, სულაც არ აინტერესებს ბიძინას დამარცხება – ასე ეხმაურება, "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე  მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ პარტიულ კოალიციას არ ხედავს.

"სააკაშვილმა დღეს თქვა, არჩევანი ჩემს და ბიძინას შორის არის, ენმ მოიგებს და კოალიციას გამოვრიცხავო.

1. არჩევანი არ არის მიშას და ბიძინას შორის. ეს არის ჩაკეტილი წრე და ბიძინას და მიშას აწყობს მხოლოდ ეს. ორივეს თავისი პირადი ძალაუფლებისთვის უნდა. როგორც არასდროს, ისე დაემგვანენ ერთმანეთს.

2. მიშას მხოლოდ ერთპიროვნული ხელისუფლება უნდა. თუ ხელისუფლებაში მარტო თვითონ ვერ დაბრუნდება, სულაც არ აინტერესებს ბიძინას დამარცხება. მისი ყველა ნაბიჯი ამაზე მეტყველებს (ჩვენთვის მოღალატეების ძახილი, გიგიზე ეჭვიანობა, როცა ციხეში იჯდა, დავბრუნდების ძახილი, მაჟორიტარების ჩაშლა, პრემიერად თავისი თავის დასახელება, ოპოზიციური ერთობის დაშლა, მანამდე პროპორციულის კრიტიკა, ვაშაძის მოშორება და ა.შ.)

3. ეს არის წარსულის შემოტენვა ჩვენთვის. ისევ არჩევანი ორ ინდივიდს შორის. არადა კატეგორიულად არ დგას ასე საკითხი. არჩევანი არის წარსულის პოლიტიკას, რომელიც ინდივიდების ეგოს ეფუძნება და გარდამტეხ ცვლილებებს შორის, რომელსაც ქვეყნის ამ უმძიმესი კრიზისიდან გამოყვანა უნდა მოყვეს. ანდა, უბრალოდ დავიღუპებით.

სწორედ ამიტომ, ჩვენთვის, ევროპული საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია დღევანდელი ხელისუფლების შეცვლა და ოპოზიციაში გაშვება.

და ასევე მნიშვნელოვანია, რომ მიშა არ გახდეს პრემიერი და არ ჰქონდეს ერთპიროვნული ძალაუფლება", - დაწერა კაპანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×