რეზონანსი
21.09.2020

შატილის ავარიისას გადარჩენილი 3 გოგონას მდგომარეობა გაუმჯობესდა. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რაიანის თქმით, სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სამივე კლინიკას დატოვებს.

დაშავებულებიდან ორი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან ხვალ გაეწერება, ხოლო მესამე – კვირის ბოლოს.

„შატილში დაშავებული სამივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ორი კლინიკიდან ხვალ გაეწერება, ხოლო მესამე ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში გადადის და კვირის ბოლოს დატოვებს კლინიკას. იმედია, მათი ანალიზების პასუხები წესრიგში იქნება. საბედნიეროდ, მათი გადარჩენა მოხერხდა” – ამბობს ლევან რატიანი "პრაიმტაიმთან".

შატილის გზაზე საზარელ ავარიას გადაურჩნენ: ხატია დევსურაშვილი, თამარ არღვლიანი და ნატა თხე­ლი­ძე.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×