რეზონანსი
20.09.2020

„ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ნომერ პირველ პრიორიტეტად აირჩია „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და ეს საამაყოა. ამაყი ხარ, როცა იცი, რომ შენმა გუნდმა მინიმუმ ერთი პროგრამის გამო, C ჰეპატიტის პროგრამის მეშვეობით, 50 ათასამდე ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ ბაღდათში ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან წაქაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას.

ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ პროგრამებზე საუბრისას მამუკა მდინარაძემ სიამაყით აღნიშნა, რომ 7 მილიონამდე შემთხვევა დაფინანსდა. მისივე თქმით, ჯანდაცვის სფეროდან დახმარება კონკრეტული ადამიანებზე მიემართებოდა და ამ დახმარებით ერთმა ადამიანმა რამდენჯერმე ისარგებლა.

მისივე თქმით, არ არსებობს სფერო, სადაც მსგავსი პოზიტიური ციფრები არ იყოს.

„როდესაც სიღარიბეზე გველაპარაკებიან-ხოლმე, ზუსტად ვიცით, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც რაღაცაზე გვეტრაბახებიან, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2012 წლამდე ოთხი პროცენტით შეუმცირებიათ სიღარიბე. ჩვენ შევძელით და ათ პროცენტზე მეტით შევამცირეთ, რაზეც არავინ გვეკამათება, მაგრამ ეს ათი პროცენტით შემცირებულიც იმას ნიშნავს, რომ 700 ათასზე მეტი მოქალაქე ისევ გაჭირვებაშია. ჩვენ ისეთი დინამიკა, ინერცია, ისეთი სტარტი გვაქვს აღებული, რომ გაგრძელება ბუნებრივია იქნება, კიდევ უფრო მეტი პოზიტივი, კიდევ უფრო მეტად საამაყო შედეგები და დარწმუნებული ვარ, ამას ჩვენ ყველა ერთად გავაკეთებთ. ერთად მოვახერხებთ იმიტომ, რომ რეალური დამოკიდებულება, რაციონალური დამოკიდებულება, დეოკუპაციის გზაზე სიარული მშვიდად, წყნარად, განვითარებით და მშვიდობით, ევროპული ოჯახის წევრობა - ეს არის სწორი მიმართულება. ამ დროს უფრო თამამად დგახარ შენი მოქალაქეების წინაშე და ეუბნები, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ წარმატებას.

წარმატება უნდა იყოს ჩვენი საფირმო ნიშანი და ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ არა მხოლოდ პარტიულად, არამედ უნდა გაიმარჯვოს ქვეყანამ. ამის პოტენციალი გვაქვს და ამაში, დარწმუნებული ვარ, რომ ბაღდათი განსაკუთრებულ როლს შეასრულებს. ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
სრულიად საქართველო   (21.09.2020)
ფუ შენი დედას შეს თხარა მტელმა საქართველომ.... 8 წელია თქვენი დევიზი ქართველი ხალხის დედის ტყ ვნაა რომელ წარმატებას გულისხმობ შე არაკაცო? ლარი რომ 1.6 დან 3.2 აიყვანეთ, დააამშიეტ ხალხი, კრიმინალებით იგებთ არჩევნებს და კრიმინალები მშვებული გყავთ თუ რომელოი თქვენთვის ხმის მიმცემს მოუ ტ ყან საკუტარი ოჯახი და დედის მუ ტელი

სრულიად საქართველო   (21.09.2020)
ფუ შენი დედას შეს თხარა მტელმა საქართველომ.... 8 წელია თქვენი დევიზი ქართველი ხალხის დედის ტყ ვნაა რომელ წარმატებას გულისხმობ შე არაკაცო? ლარი რომ 1.6 დან 3.2 აიყვანეთ, დააამშიეტ ხალხი, კრიმინალებით იგებთ არჩევნებს და კრიმინალები მშვებული გყავთ თუ რომელოი თქვენთვის ხმის მიმცემს მოუ ტ ყან საკუტარი ოჯახი და დედის მუ ტელი

41   (20.09.2020)
cadit tkveni gadamgdebi gori dedebs sheveci da zed kide nacebis


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×