რეზონანსი
20.09.2020

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, ვანო მერაბიშვილს პიროვნულად ძალიან აფასებს, მისი გადაწყვეტილება, არ იყოს პოლიტიკაში - სწორია. სააკაშვილმა ამის შესახებ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

"რა თქმა უნდა, პიროვნულად ძალიან ვაფასებ, მიმაჩნია, რომ მისი გადაწყვეტილება არ იყოს პოლიტიკაშ, არის სწორი. მიმაჩნია, რომ საერთოდ უნდა მოვიდეს ახალი თაობა, ვანო მერაბიშვილის ხსენება სამართალდამცავ სტრუქტურებთან მიმართებაში საერთოდ გაუგებარია, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელები უნდა აირჩიოს საზოგადოებამ.

ხატია დეკანოიძე გვყავს და უამრავი სხვა ადამიანი გვყავს და მუდმივად ერთი და იგივე სახელებით საზოგადოების მანიპულირების მცდელობა, მე მგონი, არასწორია. სრულიად ვიზიარებ ნიკა მელიას პოზიციას." - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
sos!   (21.09.2020)
უკრაინაში ვერ ჩაუწყვე საქმე შენს ხასა დეკანოიძეს,ვერაფერი გააკეთაო ამბობენ უკრაინის მთავრობის წევრები და შენ საქართველოში გინდა შეაკვეხო სამართალდამცავ სტრუქტურაში? ვერ მოგართმევენ ვერც ხატიას და ვერც შენ,არც იოცნებოთ


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×