რეზონანსი
20.09.2020

ხვალ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან. წინასასამართლო სხდომაზე მათ გადაწყვეტილება უნდა თქვან, სურთ თუ არა, საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

პარალელურად ადვოკატები სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომლითაც მოსამართლემ დაცვის მხარის მტკიცებულებების ნაწილი დაუშვებლად სცნო. საუბარია რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტზე, ბრალდებულების გამოკითხვასა და დათვალიერების საგამოძიებო მოქმედებებზე.

ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატი მიიჩნევს, რომ სასამართლომ სხდომა უნდა გადაიდოს. 

არჩილ გაგნიძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე არ აკონკრეტებს, იმ შემთხვევაში თუ ხვალ პროცესი გაიმართება, თანახმა იქნება თუ არა ბრალდებული საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

გადაწყვეტილება მიღებული აქვს ვახტანგ ჩიქოვანს, როგორც ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, ჩიქოვანი საქმეში ნაფიცი მსაჯულების ჩართვაზე უარს ამბობს.

როგორც გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა მირიან ნიკოლაძე "კურიერთან" ამბობს, ბრალდებულებს პროცესებში ნაფიც მსაჯულების ჩართვა არ უნდა აწყობდეთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×