რეზონანსი
20.09.2020

ხაშურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს დღეს ბრალი წაუყენეს. რამდენიმე საათში სასამართლო გაიმართება, რომელზეც მოსამართლემ აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

ბრალი დაკავებულს 2 მუხლით აქვს წაყენებული - განზრახ სხეულის მძიმე დაზიანება და იარაღის შენახვა-ტარება.

დაკავებულის ადვოკატის თქმით, მკვლელობის მიზანი მამაკაცს არ ჰქონია, გასროლა თავდაცვის მიზნით მოხდა და დაღუპულს ფეხში ანასხლეტი ტყვია მოხვდა.

შეგახსნებთ, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. სამშენებლო მასალების კომპანიაში მენეჯერმა გაისროლა, რასაც მისი ყოფილი თანამშრომლის გარდაცვალება მოჰყვა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×