რეზონანსი
19.09.2020

პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, დავით ფურცხვანიძე ვერ ასახელებს წყაროს, ვინც ის სატელიტური ფოტოები მიაწოდა, რომელიც შემდეგ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველს მიხეილ რამიშვილს გადასცა.

როგორც პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფურცხვანიძე საუბრობს გარკვეულ პირებსა და კომპანიებზე, თუმცა მისი პასუხები არის ზოგადი და არ აკონკრეტებს არც ქვეყანას და არც ადამიანს, ვისგანაც ინფორმაცია მიიღო.

„ჩვენ მიერ არაერთი დამაზუსტებელი კითხვის მიუხედავად, ჩვენ ვერ მივიღეთ კონკრეტული რეალური წყარო, საიტი ან სატელიტის მონაცემი, რაზე დაყრდნობითაც გამოძიებამ, შესაძლოა, იფიქროს, რომ ეს ინფორმაცია, როგორც მტკიცებულება წარმოადგენს რაიმე არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას.

წყაროს ვერ ასახელებს. საუბარია გაურკვეველ პირებზე. თუმცა მათი საქმიანობა, კავშირები, რას წარმოადგენენ ეს პირები, რამდენად არიან შემხებლობაში საქმესთან ან რა დაინტერესება აქვთ ჩაერთონ ამ საქმეში, ფურცხვანიძემ ჩვენ ვერ დაგვისახელა.

მისი პასუხები არის ზოგადი, არ კონკრეტდება არც ქვეყანა, არც ის პიროვნება, ვისგანაც შესაძლებელია ეს ინფორმაცია მიეღო. საუბარი იყო რამდენიმე კომპანიაზე, თუმცა, როდესაც ჩვენ ჩავეძიეთ და კონკრეტულად მოვითხოვეთ, რომელი კომპანიისგან მიიღო ინფორმაცია, დავით ფურცხვანიძე იწყებს გაურკვეველი კომპანიების დასახელებას, რომელიც შესაძლებელია, ასევე იყოს კავშირში ამ კომპანიასთან. ამიტომ ვერ ასახელებს, რომელი შეიძლება იყოს ინფორმაციის გამცემი. ჩვენ ვღებულობთ პასუხებს, რაზე დაყრდნობაც გამოძიებას არ შეუძლია“,- განაცხადა გუმბერიძემ.

როგორც ის აღნიშნავს, ფურცხვანიძე ადასტურებს, რომ მიხეილ რამიშვილთან არაერთი შეხვედრა ჰქონდა და „მასთან კომუნიკაციების შედეგად იყო ჩამოყალიბებული აზრი, რომ ასეთი სახის ფოტოსურათები სჭირდებოდათ“.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს, სატელიტით გადაღებული ფოტოსურათები მიაწოდა მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხა.

ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გასაჯაროებულ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგებით გაირკვა, რომ ისინი დამონტაჟებული და ყალბია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (6)
ჩაწერა სახელი
ნანას   (19.09.2020)
ადვოკატი რატომაა ვიგინდარა შენ საღ აზრზე ხარ? ის ყველაფერს აკეტებს რომ დაუმტკიცოს ამ გარეწრებს რომ მკვლელობაა და ესენი რას აკეტებენ იმის მაგივრად რომ ტვითონ დადონ სატელიტის ფოტოები რაღაცას ბოდიალობენ

ნანა   (19.09.2020)
არც ამ ვიგინდარას,არც ნაძირალაადვოკატს არ შერჩებათ ამ საცოდავი ქალის გაბითურება

***   (19.09.2020)
აბა ტროლებო მთელი ქვეყნისა დაირაზმენით პროკურატურა გადასარჩენია.

***   (19.09.2020)
ფურცხვანიძე ტქვენი მიგზავნილია ადვიკატთან. მოგიძველდათ მეთოდები

***   (19.09.2020)
სამარცხვინო პროკურატურა. დედა გეტირებათ მალე

gio   (19.09.2020)
თქვენ დადეთ სატელიტის ფოტოები. მაგრამ რისი დამდები ხართ თქვენი უმაქნისი. მკვლელების მფარველები ხართ. დადეთ ფოტოებიი. დრო ცოტა გაქვთ.31 ოქტომბრამდე


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×