რეზონანსი
19.09.2020

თქვენი მხარდაჭერით ამ წლების განმავლობაში ჩვენ შევძელით ბევრი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ხონში განაცხადა, სადაც მმართველმა გუნდმა მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა.

არჩილ თალაკვაძემ დამსწრეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მიღწეულ პროგრესზე, განხორციელებულ რეფორმებსა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველომ ყველაზე უკეთ შეძლო მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა, ჩვენ შევძელით ბიზნესის თავისუფლების დაცვა. დღეს ბიზნესი არის თავისუფალი და საკუთრება არის დაცული. ჩვენ შევძელით ყველაზე უკეთ ზრუნვა ადამიანის ჯანმრთელობაზე და მისი უფლებების დაცვაზე. მნიშვნელოვანია, რომ დღეს სახელმწიფო არის სამართლიანი თავის მოქალაქეებთან ურთიერთობაში და არჩევნებსაც ზუსტად ასე ვატარებთ", - განაცხადა თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×