რეზონანსი
19.09.2020

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, ორგანიზაციის მიერ ხუთი წლის წინა დასახული მიზნები, რომლებიც ისეთი გლობალური პრობლემების მოგვარებას ითვალისწინებს, როგორიცაა სიღარიბე, უთანასწორობა და კლიმატის ცვლილებები, COVID-19-ის ეპიდემიის გამო საფრთხის წინაშეა. ამის შესახებ გუტერეშმა SkyNews-ისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"პანდემიამ აჩვენა, თუ რამდენად დაუცველები ვართ... დაუცველი მიკროსკოპული ვირუსის პირისპირ, რომელმაც მუხლებზე დაგვაყენა...

სიმართლე ის არის, რომ ყველა პროგრესი, რაც სიღარიბის, შიმშილის აღმოფხვრაში და სხვა მრავალ აფპექტში იყო მიღწეული, ეჭვქვეშ დგება. ზოგიერთ ასპექტში 25 წლით უკან დავიხიეთ, ახლა ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა და უნდა მოვახდინოთ უზარმაზარი რესურსების მობილიზება, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს რესურსები მდგრადი განვითარების მიზნებისათვის გამოიყენება", - განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×