რეზონანსი
19.09.2020

საქართველოში ყველაზე მძიმე პრობლემა არის სამუშაო ადგილები და ამ პრობლემას, ყველა ერთად უნდა გავუმკლავდეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხონში, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანის და ხონის „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე განაცხადა.

გიორგი გახარიამ სახელმწიფოს პროგრამებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სახელმწიფო სხვადასხვა პროგრამით ეხმარება თითოეულ მოქალაქეს, ვისაც სურვილი აქვს, გახდეს ძლიერი ფერმერი.

„დღეს სახელმწიფო ბევრი სხვადასხვა პროგრამით - „შეღავათიანი აგროკრედიტი", „დანერგე მომავალი", „აწარმოე საქართველოში" სხვადასხვა პროგრამით, ეხმარება თითოეულ მოქალაქეს, ვისაც აქვს სურვილი, თავისი საქმე დაიწყოს, გლეხობიდან გახდეს ძლიერი ფერმერი. ციფრებში რომ ჩავიხედე, ხონში ამ მხრივ რა ხდება, საკმაოდ მცირე ციფრებია. „შეღავათიანი აგროკრედიტის" თვალსაზრისით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაახლოებით შვიდი მილიონი ლარია გამოყენებული, რაც ხონისთვის საერთოდ არაფერია. „დანერგე მომავლის" ნაწილში ჩაის პლანტაციებია გამოყენებული და ისიც ბევრი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ხონს ამის ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.

ხონში შესანიშნავი იუსტიციის სახლი გაქვთ. ჩვენ გავაკეთეთ სპეციალური პროგრამა - „სახელმწიფო - შენი პარტნიორი", რაც ნიშნავს იმას, რომ ხონელს თბილისში, რომელიმე სამინისტროში ჩასვლა აღარ დასჭირდება. ყველა ის სერვისი, რომლითაც სახელმწიფო დღეს თითოეულ მოქალაქეს ეხმარება, შეგიძლიათ, ხონის იუსტიციის სახლში მიიღოთ. დეტალურად არის განმარტებული ყველა პროგრამა, რომელსაც დღეს სახელმწიფო ახორციელებს მოსახლეობის დასახმარებლად. ასე, რომ უნდა გვქონდეს უფრო მეტი ინიციატივა, მეტი პასუხისმგებლობა, უფრო მეტი რისკი უნდა ავიღოთ ჩვენს თავზე და გვქონდეს იმის იმედი, რომ სახელმწიფო გვერდით დაგვიდგება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×