რეზონანსი
19.09.2020

კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში, კერძოდ, მიმდინარე წლის 12 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში პირბადის ტარების წესის დარღვევის 9 884 შემთხვევა დაფიქსირდა. მონაცემები საქართველოს პირველმა არხმა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა.

სამინისტროს დანაყოფების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42 11 მუხლით („პირბადის ტარების წესის დარღვევა") დასახელებულ პერიოდში 5 107 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დაჯარიმდა, 4 776 პირს კი სიტყვიერი შენიშვნა/გაფრთხილება მიეცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×